სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „ნაამბობი“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ინტერვიუს ანონიმურად აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„6 წლის ვიყავი, ჩემი მშობლების მეგობარი მეზობლად რომ გადმოვიდა. ძალიან მეტიჩარა ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა და ხშირად მივდიოდი.
20 წლის ბიჭი ჰყავდა, ალბათ 20-ჯერ იძალადა ჩემზე. დედამისს სახლიდან გასულს რომ დაინახავდა, ყოველთვის ერთიდაიმავე დივანზე გადაფარებულ საბანზე მაწვენდა, ფეხებს მაღლა მაწევინებდა და „რაღაცებს” შვრებოდა.
მთელი პროცესის განმავლობაში სახეზე ღიმილი ჰქონდა, მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, რომ ვთამაშობდით და მეც ვუჯერებდი. 6 წლისას საიდან უნდა მცოდნოდა, რას აკეთებდა?! მეც მომწონდა ეს ყველაფერი…
ნეტა მივხვედრილიყავი, განგაში მეგრძო, თავს ხომ დავიძვრენდი, მაგრამ არა, ძალიან პატარა ვიყავი.
ერთხელ ჩემით შევთავაზე „ვითამაშოთ” - მეთქი და უარი მითხრა.
მალევე მშობელი დაკარგა, მახსოვს სამძიმარზე მისული რომ ვიყავი, თვალს არ მაშორებდა და განწირული ტიროდა. შეიძლება მე დამტიროდა. მალევე გადავიდა ჩვენი სამეზობლოდან, მაგრამ მე უკვე მოწამლული ვიყავი…
ჩემი ასაკის მეგობარი მყავდა, გოგო. მე მისი მოწამვლა დავიწყე, ჩუმად მიმყავდა დამალულ ადგილებში და იმავეს ვასწავლიდი, რასაც მე მიკეთებდნენ. ვეხებოდი…
მეც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და სხვაც შევიწირე… მაპატიე, ჩემო მეგობარო.
წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი, ვიკეტებოდი, არ ვლაპარაკობდი, 3-ჯერ ვცადე სუიციდი, მაგრამ გადავრჩი.
გადავრჩი, მაგრამ ყოველ დღე მიწევს მოძალადეების მზერის ატანა ტრანსპორტში, ქუჩებში.. ვლოცულობ, ნეტავ სადმე შემხვდე და მაშინვე მკვლელი გავხდები“, - წერია ინტერვიუში.
შეხსენება! თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, 24/7 საათის განმავლობაში დაუკავშირდით ერთიან საგანგებო ნომერს - 112. მოქალაქეთათვის ასევე ფუნქციონირებს საკონსულტაციო მომსახურების ცხელი ხაზი: 116 006
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საფრანგეთში „ალაჰ აქბარის“ ყვირილით დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ მასწავლებელი მოკლა
🎥 „სცენაზე გასვლამდე ატირებულ მწვრთნელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი“ - რას წერს ლიზი გოზალიშვილი