ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე სამების ეკლესიის ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან მათთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება - 7 აპრილს, ბზობა - 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.
ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
დღესასწაულებზე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები", - ნათქვამია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა! - მაიკო კაჭკაჭიშვილის ტკბილი მოგონება ბნელი 90-იანებიდან
🔵საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება