Digest Logo

🎥 „7 წელია ვერ მივდივარ საფლავზე...“- მაია ასათიანის ემოციური პოსტი შვილზე

1714987147
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოკოლაჟს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს.

18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, ტელეწამყვანი კი წერს, რომ 7 წელია შვილის საფლავზე ვერ გადის.