Digest Logo

„7 წლის ვიყავი, ვემუდარებოდი... არ მინდოდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა“ - მამის მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის შოკის მომგვრელი ამბავი

1707235269
ძალადობა

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც მას სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალმა მისწერა. 

სამწუხაროდ, გოგოზე მამა სისტემატურად ძალადობდა.

„მოგმართავთ ჟურნალისტებს, თუ ამ პოსტს გაანიუსებთ, აუცილებლად დაწერეთ, რომ ეს წერილი გოგონასგან მივიღე და ისე არ გამოიტანოთ სათაური, თითქოს ჩემი დაწერილია.

გამარჯობა თამუნაა.. შენი პოსტი ვნახე გოგოზე , რომელიც მამამ გააუპატიურა და იმშობიარა..

კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე.. არ ვიცი ამ ესემესს თუ ნახავ, მაგრამ გადავწყვიტე მეთქვა და რახან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.

ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ .. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე, დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია... ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა, რადგან „ხალხი რას იტყვის" ის თაობა იყო...

ალბათ 6-5 წლის ვიყავი პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე, რადგან მეშინოდა, მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა რომ მე დამადანაშაულებდნენ და ყველაფერს უარყოფდა.

ერთ დღეს მთვრალი მოვიდა, დედაჩემი ცემა, გააგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი,  მაიძულა მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი რომ არ მინდოდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა..

მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა, 7 -8 წლის ბავშვს, მაგრამ მეშინოდა. დავისტრესე, ჩავიკეტე, დავკომპლექსდი. დღეში ასჯერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი, ვინც გამიგებდა. ვიცოდი ყველა მე დამადანაშაულებდა. 13 წლის ვიყავი, რომ ჩაძაღლდა და მის მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას. ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის, რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამიანი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმა , ზუსტად ისეთმა ხალხმა ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ.

უსუსურს, რომელიც ვერც კი იაზრებდა ალბათ როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა რომ ეხებოდა“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „ქეთი პერი ყველას უყვებოდა, რომ მე „ვოისის“ გამარჯვებული ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის პირველი ინტერვიუ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ

რა ახალ შესაძლებლობას გთავაზობთ ზამთრის ბოლო თვე - ასტროლოგების რეკომენდაციები

„7 წლის ასაკში ბოლომდე ვერ გაიაზრა, ეს რას ნიშნავს“ - როგორ აღმოჩნდა ნიაკო ნოზაძის ფოტოები მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გვერდით