მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძე და მისი მეუღლე, ენი გასიევა ერთმანეთს დაშორდნენ, ამ თემის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება.
ახლახან მსახიობმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საჩუქარზე საუბრობს, რომელიც მან და თავის შვილებმა მიიღეს👇
„გოგებაშვილის 14 ნომერში არის ბაღი, რომელმაც ძალიან მაგარი საჩუქარი გაგვიკეთა მე და ჩემს შვილებს, წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა დახმარებაა ეს ჩემთვის.
თამამად შემიძლია გავრეცხო სარეცხი, ისე, რომ კივილი არ მესმოდეს იქითა ოთახიდან. პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 თუ იცით რომელია საქართველოს ყველაზე მაღალი ნაგებობა? სატელევიზიო კოშკის ისტორია