Digest Logo

„კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება, შვილებს ენატრებოდი...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1688547981
შოთო სიხარულიძე

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ნანული შავშიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს და ფეისბუკზე გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ნანული შავშიშვილი.

კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება. შვილებს ენატრებოდი.

ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ტკივილს შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში...

ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო...
 

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შეგახსენებთ, 22 ივნისს შოთო სიხარულიძემ დაწერა, რომ მას ინსულტმა დაარტყა, დღეს კი გარდაიცვალა“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემიძლია გავრეცხო სარეცხი ისე, რომ კივილი არ მესმოდეს. პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე

🔵 „ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე. და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🔵 „მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო...“ - ცნობილია რა უძღოდა კახეთში მომხდარ მკვლელობას, ტრაგედიის დეტალები