Digest Logo

„ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები...“ - ვის მიმართავს გიორგი კეკელიძე

1701093349
გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში მორიგ თავის სასიყვარულო კავშირზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელ ნინო ნანეიშვილს ნიშნავს და მას უძღვნის. 

„ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები. მანდ სიმძიმეები სხვადასხვაობს ამ ნარჩენების. შენ მძიმე ხარ.

არცერთი ნათქვამი სიტყვა - „მიყვარხარ“ , რომელიც მომავალში იქცევა სიტყვად ,,მიყვარდი", არ არის ,,მიყვარხარ". რადგან არ არსებობს განცდის წარსული. მე ეგრე მჯერა. და მგონი შენც. და თუ ოდესმე სიძულვილად შეიძლება იქცეს სიყვარული, ეგ სწორედ ამ აზრის დასტურია და სხვა არაფერი.

ის, რასაც შენ ქმნი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. მე ვიცი და მინახავს, როცა თვალს ხუჭავ და მღერი, მაშინ ქრები და ცის პარკეტზე ბახის ბახილებით დააბიჯებ. ხალხურია ეგ სიმღერა, მაგრამ ბახილები ბახის. მთელი მაგიაც ხომ ეგ შეხვედრაა. თვალის დახუჭვა კიდევ არის მრავალგვარი და ერთია მათგან - თვალის მოტყუება. და მაგ დახუჭვით თვალს იტყუებ ამ საზარელი, ზედაპირული, გამოფიტული დღეებისგან.

ხოლო სიმღერა დიდი რამეა. როგორც ლექსი. შენ ეგ სიმღერა გექნება ყავარჯნად, მე - სიტყვა. ადამიანი ხომ გარდაუვლად კოჭლი არსებაა და თუ ყავარჯენი აქვს, დიდად გაუმართლა - მით უფრო ასეთი ქარიშხლებისას.

ის ლექსი გახსოვს, ჩემი თხოვნით რომ იმღერეთ და იმ ლექსში ეს ფრაზა: ,,ვის შერჩენია, მე შემრჩეს, გადახდა სოფლის ვალისა". სოფელი ეგეთია, გაუგებარ ვალს ითხოვს, სულ რომ არაფერი გასესხოს - მაინც.

ჰოდა, ეს წერტილი არ არის. არის ამბები, რომლებიც არც მრავალწერტილს გულისხმობს. უბრალოდ წინადადებაა დავიწყებული სასვენი ნიშნით. რადგან ასე უფრო სჯობს. ასე უფრო ადვილია. უფრო ძნელიც. და უფრო საინტერესო“- წერს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დაარტყა, დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა, უკანონოდ ინახავდა ალფა-პვპ-ს“ - ახალი დეტალები კაბუს საქმეში

🔵„ჩემი შემდეგი საფეხბურთო წიგნი მიხეილ მესხზე იქნება“ - გიორგი კეკელიძე

🔵„შენი 4 ანგელოზი შვილი რატომ დატოვე.საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი შენი ოთხი შვილის ცრემლებისა“ - საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა