საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი სამტრედიელი თეა ჯოგლიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს და საჯარო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გლოვობს ჩემი სამტრედია. გარდაიცვალა სამტრედიელი ემიგრანტი საფრანგეთში თეა ჯოგლიძე (მალე მიასვენებენ სამტრედიაში ბათუმის ქუჩაზე თავისი მშობლების სახლში იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა).
კუბო არ მინდა, ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში
შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი
შუბლზე მაკოცეთ
მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო
მიწა არ მინდა
დამაყარეთ ცრემლები წრფელი.
ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ადამიანი, შენი 4 ანგელოზი შვილი რატომ დატოვე მარტო...
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა დაადექი სასუფევლის გზას ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი შენი ოთხი შვილის ცრემლებისა.
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი თეა და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: