მომღერალ ეკა კვალიაშვილს ათი წლის წინ ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ამჯერად კი თურქეთში გაკეთებულმა ანალიზებმა ეს დაავადება გამორიცხა და გლუტენის აუტანლობა დაუდგინა, რომელიც ალერგიას იწვევდა და საშინელ რეაქციას აძლევდა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც იმ კატეგორიის ადამიანებზე დაწერა, ვინც მუდმივად კრიტიკით, შეურაცხმყოფელი ქმედებებით გამოირჩევა:
„უნდა იცოდეთ და არასოდეს დარჩებით ნაწყენი და გაბრაზებული, რაც ერთ-ერთი თვითბლოკია თქვენს წინსვლაში და თვითშეფასებაში...
ადამიანები, რომლებიც გაკრიტიკებენ, შეურაცხმყოფელ ქმედებებს სჩადიან შენი მისამართით, გაწყენინებენ, იცოდეთ, რომ ეს თქვენ არ გეკუთვნით, ეს მათი შინაგანი ამოძახილია საკუთარ თავზე, ასეთ ადამიანებს, პასუხიც არ გასცეთ, ისინი ცდილობენ აიმაღლონ საკუთარი თვითშეფასება შენი დამცირების ხარჯზე, რადგან, სხვა გზას ვერ პოულობენ, რადგან ძალიან დაბალია მათი სულიერი და გონებრივი მდგომარეობა, ამიტომ, საერთოდ არანაირი ყურადღება არ მიაქციო, უბრალოდ გაიხსენე, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდაო და გახსოვდეს, სადაც არის შენი ყურადღება, იქ არის შენი ენერგია, ნუ გამოკვებავ შენი ენერგიით ასეთებს, დამიჯერე“, - წერს ეკა კვალიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: