ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც
„ადამიანმა მხოლოდ სიტყვა იცის „მარადიული“ - მოსწონს, ლამაზი სიტყვაა, თითქოს შეიგრძნობს და სიყვარულს უკავშირებს.
ადამიანმა იცის რომ ღმერთი მარადიულია, სული მარადისობაში გადადის და აქ მთავრდება ამ სიტყვასთან ურთიერთობა.
მარადიულს, როგორ შეგრძნობ, როგორ მიხვდები და გაიგებ, როცა ვერ მიმხვდარხარ და ვერ გაგიაზრებია, რომ დროებითია ეს ცხოვრება, ესეც იციან, ამაზედაც საუბრობენ, რომ სტუმრები ვართ დედამიწაზეო, ვერაფერს ვერ წავიღებთ აქედანო, მაგრამ, მაიც ვერ დაოკდენ, მაინც ცდილობენ მოიხვეჭონ, დააგროვონ და გამდიდრდნენ.
ადამიანებმა ფულამდე დააიყვანეს ყველაფერი, ფული გახადეს ღირსება, მოწოდების სიმაღლე და ყველაფრის საზომი ერთეული.
დაუნდობელი ბრძოლაა გამოცხადებული, ვინ ვის ებრძვის, ვინ ვის ართმევს, ვინ როგორ შოულობს და ვინ რას მალავს.
ფული ჭრელი, ფული ფერადი და ფული მიმზიდველი, ოღონდ მერე ფერს კარგავს, შავდება და აუბედურებს პატრონს.
ფული, დროებითი სიხარული, დროებითი ბედნიერება.
ფულს-შფოთი, დარდი, ტანჯვა, უბედურება და სიკვდილი მოაქვს.
უფულობას-შფოთი, დარდი, ტანჯვა, უბედურება და სიკვდილი მოაქვს.
გამოსავალი? ზომიერება და სინდისი.
არ გაძღა იმის მუცელიო, ასე საუბრობენ ერთმანეთზე ადამიანები და უხარიათ ერთმანეთის უბედურება.
ცხოვრება ყოველ წამს ნიშანს გაძლევს, რომ შეჩერდე, მაგრამ მაინც გაუგებარია.
ენა მიუტანა, არ დაინდო, მარტო მე რატომ უნდა ვიყო უბედურიო, ისიც გაუბედურდესო და არის ერთი ცოდვა მადლის განკითხვა.
გამაძღარი მოკვდა. მშიერი მოკვდა.
მაინც ვერ გაიმარჯვებთ, დაინდეთ ერთმანეთი. აპატიეთ ერთმანეთს“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ-შუის ექსპერტების რჩევა