ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ადამიანს ბევრი ნიღაბი აქვს მორგებული.
„ადამიანებს ბევრი ნიღაბი აქვთ. ნიღაბი კაცის სხვადქმნაა.
შენიღბვა გარდასახვაა, რომელიც ან არსების დამალვაა ანაც - მისი გადაქცევა ახალ სახედ. სხვადასხვა განზომილებაში (ოჯახი, მეგობრები, სამსახური, საჯარო სივრცე, უცხო გარემო, ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, პროფესიული სამყოფი...) ადამიანი განსხვავებულ სოციალურ სახეს იძენს - ის, ცხადია, ერთია, მაგრამ ეს „ერთი" მრავალმხრივია.
აქ სერიოზულია, იქ - ხუმარა, სხვაგან - ნეიტრალური, ზოგან - მკაცრი, კიდევ სხვა ადგილას - მდუმარე.
ეს განწყობათა მთელი გამაა, რომელიც სახეს სოციალური ფუნქციის მიხედვით იცვლის.
ასეთი სხვადასხვაობა ყველას ახასიათებს, ზოგს - მეტად, ზოგს - ნაკლებად.
ნიღაბი სამგვარია:
პირველი თვითიზოლირებას განასახიერებს, მეორე - სოციალურ ადაპტაციას, მესამე - მრავალმხრივ განვითარებას.
აბსოლუტურად უნიღბო ადამიანი მხოლოდ ორ შემთხვევაშია - ღმერთის წინაშე და თავის თავთან.
ორივეგან შესაძლოა ნიღბის მორგებას ეცადოს კიდეც, მაგრამ უზენაესი ნება და სინდისი ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
მხოლოდ ნიღაბს არ აქვს ნიღაბი. ის ხომ ისედაც ცხადი იდუმალებაა“, - წერს გია მურღულია.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მედიცინა ყოველთვის ტაბლეტებში არ არის...“ - რას წერს არუნ ხათრი