Digest Logo

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი აზრი უტყუარია, სწორად ფიქრობენ და სწორად ცხოვრობენ“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

1759057291
გიორგი ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანების შესახებ წერს:

„ადამიანებს ჰგონიათ, მათი ცხოვრება მათ გონიერებაზე, მათ ლოგიკაზე და აზროვნებაზეა დამოკიდებული. მათ ჰგონიათ, რომ მათი აზრი უტყუარია, სწორად ფიქრობენ და სწორად ცხოვრობენ.

არსებობენ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები, რომლებიც ბედნიერების იმპულსით იკვებებიან.
მათ შეუძლიათ თავისივე უშრეტი ენერგიით გამოკვებონ და გააბედნიერონ საკუთარი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. ასეთი ადამიანები მუდმივ სიყვარულში არიან და სურვილი უჩნდებათ სხვა ადამიანებს მათთან ურთიერთობის.

არსებობენ უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები, რომლებიც იკვებებიან უარყოფითი იმპულსებით, უარყოფითი აზრებით და ფიქრებით. მათი უარყოფითი ველი ძალიან ცუდად მოქმედებს გარშემომყოფებზე. ასეთი ადამიანები არიან მუდმივ გვემაში, შიში და დარდში. ასეთ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავი დააღწიონ უარყოფითი ენერგიისგან, გათავისუფლდნენ ავი ფიქრებისგან და მიწიერი ჯოჯოხეთისგან.

ბევრი მეთოდი არსებობს იპოვო საკუთარი თავი და იცხოვრო მშვიდად.

ახლა მივხვდი ბაბუაჩემი რატომ აჭრიდა „ნასკებს“ რეზინას“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 სელენა გომესი და ბენი ბლანკო დაქორწინდნენ

⭕„ამ ყველაფერს ვუკავშირებ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში...“ - ანი გიუნტერი

⭕„რეზი არველაძე Junior დაიბადა“ - ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ