აფხაზეთიდან დევნილი ნინო გამახარია სოციალურ ქსელში ომის დღეებს იხსენებს და ასახელებს მიზეზებს, რის გამოც საქართველოში ომის დაწყება არ სურს.
მისი თქმით, არ უნდა უაზრო, გამარჯვების არ მომტანი ომი, რადგან იცის ომის სიმწარე და საკუთარ თავზე გამოცადა ეს ყველაფერი.
„მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი.. სულ რაღაც 17წლის ვიყავი მაშინ..
ომის სიმწარე მე ხილულად გამოვიარე(მე ვერ მივიღებ ტრაფარეტულ ლანძღვას იმ ადამიანებისგან, ვინც აფხაზეთის ომის დროს დაბადებულიც არ იყო ან ჩვილი იყო და მასზე მშობლები ზრუნავდნენ..).
რუსეთი „გვერდით დაუდგა“ აფხაზებს და დაიწყო ის რისიც ყველას ეშინოდა, სახელად ო მ ი და ჩვენ ბავშვები, მოზარდები, შიშით გავცქეროდით გზას, ყველა მოსულ ადამიანს. ტყვიების ზუზუნი, ტანკების გრუხუნი იყო ჩვენი ბანკეტის „მუსიკა".. ჩვენ არ გვქონია ფერადი მოზარდობა,ბავშვებს ბავშვობა...
მოხუცები, რომლებმაც ვერ დატოვეს სახლ-კარი, (ან ვისთან უნდა მისულიყვნენ დაუძლურებულნი???) ისინი უმოწყალოდ სახლში ჩაწვეს, ადამიანებს საფლავი გაათხრევინეს , ტყვია დაახალეს და შიგნით ჩააგდეს ისე ,რომ მიწაც არ მიაყარეს... მოხუცებს,რომლებსაც შვილიშვილებისთვის ლუკმა პური გამოჰქონდათ მალულად ბაბუა ადგილზე დახვრიტეს ბებიას თვალწინ.. ესაა ომი. ახლობელი, რომელსაც შეეშინდა ეზოში შემოსული აფხაზების და რუსების, ხეს ამოეფარა, ადგილზე დახვრიტეს.. სახლები გადაწვეს ადამიანები გაიტაცეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ...
ეს და კიდევ ბევრი საშინელება გამოვიარეთ ჩვენ შეხიზნულებმა, სამადლოდ შეკედლებულებმა... მადლობა იმ ნათესავებს, ვინც გვერდში დაგვიდგა და გადაგვატანინა ის საშინელი პერიოდი... პერიოდი, როცა ქალაქში პური არ იშოვებოდა ,არ იყო წყალი და შუქი... ესაა ომი და მისი შედეგები...
მე ვერ მივიღებ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლანძღვას იმ ადამიანებისგან, ვინც მაშინ დაბადებულიც არ იყო ან მაშინ დაიბადა... გასაკვირი ის კი არ არის ომგამოვლილს ომი არ გინდოდეს, გასაკვირი ისაა, ბევრს დაავიწყდა ხალხი, რომლებიც კოდორის ხეობიდან თოვლში და ყინვაში გათოშილები დღეების განმავლობაში მოდიოდნენ და გზაში ვინ ხვდებოდა ??აფხაზი? ??რუსი??არცერთი და არც მეორე ....უბრალოდ ხარბი, ბოროტი ქართველი...
ესაა ომი და მისი შედეგი...სიტყვები უბრალოდ ომი მინდა - ან არ მინდა - რას ნიშნავს ვერ გამიგია..ომი პიროვნებების ნება-სურვილზეა თუ სახელმწიფოს, ქვეყანას სჭირდება??
მე არ მინდა უაზრო, გამარჯვების არ მომტანი ომი... მე ვიცი ომის სიმწარე, მე საკუთარ თავზე გამოვცადე ხილულად ყველაფერი... მე არ მინდა ჩემი შვილებიც მიეკედლოს სხვას, არ მინდა ელოდებოდნენ ვინ როდის გაიმეტებს ლუკმას.. ომი საშინელებაა თან, როცა იცი „თავები" კომფორტულად, უსაფრთხოდ არიან მოკალათებულნი შენ კი უბრალოდ საზარბაზნე ხორცი ხარ...“, - წერს ნინო გამახარია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 დავით კოდუას და ალექსანდრა პაიჭაძის ცეკვა ნანუკა გულუას ქორწილში
🔵„ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით...“ - ბაბი კირკიტაძე