Digest Logo

„ადამიანი ერთადერთი მკვლელობისთვის არ აგებს პასუხს - როცა...“ - რას წერს გია მურღულია

1717067645
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ადამიანი ერთადერთი მკვლელობისთვის არ აგებს პასუხს - როცა დროს კლავს: სერიულად და უმოწყალოდ.

დავაზუსტებ: პასუხს ამქვეყნად არ აგებს.

იქ კი აუცილებლად გკითხავენ:

„რატომ არ უფრთხილდებოდი ღმერთის ყველაზე ძვირფას საჩუქარს?“ სანამ დრო კიდევ გვაქვს, პასუხზე უნდა დავფიქრდეთ.

ერთხელაც აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ბოლო შეცნობით (ნამდვილ სიმართლეს რომ გავიგებთ) გულანთებულები მოვითხოვთ თუნდაც კიდევ ერთი დღით სიცოცხლეს, რათა ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ, მაგრამ, როგორც ათი ქალწულის იგავში წერია, ჩვენს ლამპრებში ზეთი აღარ იქნება და ღია კარსაც ვერ მივუსწრებთ.

ის „ერთი დღე“ ჩვენი ცხოვრებიდან უნდა ავიღოთ - ახლა ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ სინათლეა და შუაღამე არ მოსულა. ნუ მოკლავ დროს. ის ცოცხალია“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში ავარიას გლოვოს კურიერი ემსხვერპლა - ცნობილია ვინაობა

⭕ ლევან ვასაძის ქალიშვილს რჩეულმა ხელი სთხოვა - ვინ არის თათა ვასაძეს მეორე ნახევარი?

⭕„ეს ამბავი ისე განვიცადე, რომ თმის ცვენაც დამეწყო“ - ბავშვობა, ოჯახი, საყვარელი მამაკაცი, შვილები, ცხოვრების სირთულეები და სამგზის დედობა - გულახდილი ინტერვიუ ნუკა კვალიაშვილთან

⭕ ორსული ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „საოცარი გოგოები“