Digest Logo

„ადამიანი ღმერთს, როგორც ცოცხალ არსებას ხედავს საკუთარ თავში...“ - თეოდორე გიგნაძე

1770445744
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„სინანული საოცარი — საღმრთო პროცესია,
როცა ადამიანის შიგნით, არსში,
მიდის მძლავრი მეტამორფოზა,
როცა ადამიანი ხდება ღვთის ხედვის უნარის მქონე სამყაროში,
როცა ადამიანი საკუთარი თავის ისტორიაში, ძალიან ძლიერად ხედავს საღმრთო კვალს,
წარსულშიც,
და აწმყოშიც,
და მომავლის იმედიც შესაბამისად აქვს — რომ ღმერთი არ მიატოვებს.
საბოლოო ჯამში, ეს იქამდე მიაღწევს ხოლმე, რომ
ადამიანი ღმერთს, როგორც ცოცხალ არსებას ხედავს საკუთარ თავში,
როცა ღმერთი, როგორც სიცოცხლე და ქრისტე ამბობს — მე ვარ სიცოცხლე,
ხდება ადამიანის სიცოცხლე.
ეს არის ადამიანის გაღმრთობის პროცესი — ამას ჰქვია სწორედ სინანული.
ქრისტემ ზოგად ადამიანური ბუნება მიიღო და ამ ბუნებაში მოგვიწოდა,
ხელები გაშალა ჯვარზე და მიგვიწოდა,
რომ ყველანი გავერთიანებულიყავით მასში, რომ გავმხდარიყავით ახალი ადამი,
და აი ეს პროცესი,
ჩვენში ახალი სიცოცხლის დაწყებისა — ეს პროცესი სწორედ იწოდება სინანულად.
ეს არის განსაცვიფრებელი მეტამორფოზა ადამიანისა,
და აი, ეს მეტამორფოზა, ღვთის მადლით აღესრულება და ადამიანი თანამშრომლობს,
თანამუშაკობს როგორც პავლე მოციქული ამბობს — თავად ღმერთთან,
ეს დინამიკური პროცესია მუდმივი ზეაღსვლისა,
თავისი დაცემებით,
წამოდგომებით,
მაგრამ მაინც მუდმივი ზეაღსვლისა,
თუ ეს პროცესი გაჩერდა, რა სიმაღლეზეც არ უნდა იყო(უმაღლეს ქერუბიმზე მაღლა ჰო არ იქნები და ნახეთ რა დაემართა, სატანად გადაიქცა),
რომელი წმინდანის მსგავსიც არ უნდა იყო — როგორც კი გაჩერდება პროცესი მეტამორფოზისა — იმ წამსვე ადამიანი დაენარცხება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ არის ფრაზა: „რას იტყვის ხალხი?“ - უფრო ძლიერი, ვიდრე თქვენი საკუთარი სურვილები“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 თებერვალს საქართველოში

⭕როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით