Digest Logo

🎥 „ადამიანი სოცქსელში ბევრ საკუთარ ფოტოს დებს...“ - როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება? ფსიქოთერაპევტის განმარტება და რჩევები

1760366078
ილია ნიკაჭაძე. 

დაბალი თვითშეფასება არის უხილავი ბარიერი, რომელიც ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებამდე არ უშვებს. გარეგნულად შეიძლება წარმატებული ჩანდეს, მაგრამ შინაგანად მუდამ ეჭვობს საკუთარ ღირსებაში. ასეთი მდგომარეობა ხშირად ჩნდება ბავშვობაში მიღებული კრიტიკის, დაუფასებლობის ან მტკივნეული გამოცდილების შედეგად და დროთა განმავლობაში გადაიქცევა ჩვევად - საკუთარ თავს ნაკლებად ხედავ, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი ილია ნიკაჭაძე საუბრობს:

„როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება?

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს კომპესატორული მექანიზმი აქვთ, ისინი რაღაცებს ჰიპერ აკეთებენ. მაგალითად: სოციალურ ქსელში ბევრ საკუთარ ფოტოს დებს, რატომ აკეთებს? იმისთვის, რომ სხვისი დასტური სჭირდება, რომ ლამაზია, გულებით, ლაიქებით, კომენტარებით.

ან მაგალითად, ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, არ აქვს საკუთარი პიროვნული ღირებულების განცდა, ვერ გრძნობს, რომ ფასეულია, ბევრი შრომის დაფასებით უნდა იგრძნოს ფასეულობა.

ან ჰიპერ მზრუნველია, ბევრ ადამიანს დიდ სიკეთეს უკეთებს, ეს რას ნიშნავს? მე მჭირდება შენგან დასტური საკუთარი მნიშვნელობის, დამარწმუნე, რომ საჭირო ვარ.

დაბალი თვითშეფასება არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკას არ სჯერა საკუთარი საკმარისობის“, - ამბობს ილია ნიკაჭაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

მერსი სულხანიშვილმა მკერდის პლასტიკა გაიკეთა - როგორ გრძნობს თავს მოდის ბლოგერი

„მოერიდეთ დაუდევრობას - დღის ენერგია ცვალებადია და სწრაფად იცვლება“ - თაკო მელიქიშვილი 13 ოქტომბრის ასტროპროგნოზზე

„მალტის ყველაზე მაგარი დაგვირგვინება“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი