Digest Logo

„ადამიანი ცხოველისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ კითხვებს სვამს და გონივრულ პასუხებს ეძებს...“ - რას წერს გია მურღულია

1773215248
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„ოთხი კითხვა

ადამიანი ცხოველისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ კითხვებს სვამს და გონივრულ პასუხებს ეძებს.

სულ 4 მთავარი კითხვაა:

რა?
რატომ?
რისთვის?
როგორ?

პირველი საქმეს ეძებს.
მეორე - მიზეზს.
მესამე - მიზანს.
მეოთხე - მოქმედების ლოგიკასა და ალგორითმს.

ამ ოთხმა კითხვამ განავითარა და გააბატონა ადამიანი დედამიწაზე.

ეს მხოლოდ ისტორიული კი არა, მარადიული კითხვებია - არც ერთი დღით არ წყვეტენ სიცოცხლეს.

ერთი კი არის:

თუ ამ კითხვებს გონიერი, კეთილი და გემოვნებიანი ადამიანი სცემს პასუხებს, ეს ბედნიერებაა.
თუ სულელი, ბოროტი და უგემოვნო - უბედურება.

ბედნიერებას ხშირად უბედურების გარემოცვაში უწევს ყოფნა, მაგრამ რწმენა და იმედი იმას გვკარნახობს, რომ ბნელი ნათელს ვერ აჯობებს.

ეს იმედი და მისი მსახურება რომ არა, კაცობრიობა დიდი ხნის წინ დაასრულებდა არსებობას“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ჩემს სიტყვებს ძალა აქვს...“ - ძლიერი დილის ფრაზა წარმატებისთვის

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 15 მარტიდან 28 აპრილამდე ფინანსური წარმატება და დაწინაურება ელოდება

⭕„შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ან რადიკალური ცვლილებების დღე...“ - 11 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი