Digest Logo

„ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1727258693
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას საინტერესო პოსტებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ: 

„ადამიანი უდრის მეხსიერებას, გამრავლებულს დარდზე.
და ადამიანი უდრის მეხსიერებას, გაყოფილს სიხარულზე.

ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ უდრის, რადგან სინდისი სიტყვაა ანგელოზთა სახელმძღვანელოდან, ადამიანთა წიგნში შემთხვევით მოხვედრილი.

ადამიანის არის ამოცანა, დედამიწის დაფაზე მეზობელი ოთახიდან ნათხოვარი ცარცით დაწერილი.

არავინ იცის რა იწერებოდა ამ ცარცით მეზობელი ოთახის დაფაზე
და კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს.

და ადამიანი უდრის მომდევნო ადამიანს, რომელიც დაფასთან გამოდის და წინა ადამიანის ამოცანას შლის.
ადამიანი უდრის ქარს.
ადამიანი უდრის წვიმას.
ადამიანი უდრის მზეს.
ადამიანი უდრის მთვარეს.
ძაღლს ვერ უდრის ადამიანი.

ვერც თოლიებს უდრის, რომლებიც ორ ლურჯ ფურცელს შორს ზოლად გაფენილან სარჩევივით,
ორ ლურჯ ფურცელს - ცასა და ზღვას შორის.

და ვერც ციცინათელას უდრის,
რადგან ციცინათელას არ აქვს მიზეზი ანათებდეს და ანათებს,
ლამაზი იყოს და ლამაზია,
კვდებოდეს და კვდება.

ციცინათელა უმიზეზოა, ადამიანი - არა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საჭიროა საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნა და დისციპლინა“ - 25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ასე მიმაქანეს მანიკას დაბადების დღეზე... ორი თვე რომ ვიტანჯები გამომიყვანეს სახლიდან“ - სალომე შარვაძე

⭕ ქუთაისელი პატარძალი, რომლის ქორწილმა საზოგადოება აალაპარაკა გოგონა შეეძინა – რა დაარქვა დიზაინერმა ახალშობილს?