თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი, დეკანოზ სალვა კეკელიას ქადაგებიდან ამონარიდს აქვეყნებს.
დეკანოზი ქადაგებაში წმინდა ანდრია კრეტელზე საუბრობს და გვიზიარებს როგორი რწმენა ან ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან მას:
„რამდენიმე მუხლს მინდა შევეხო დღევანდელი საკითხავებიდან.
დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი“ — ანუ კლდესა ზედა დაამტკიცე შერყეული გონება, რადგან შერყეულია ჩვენი გონება ამდენი არაწმინდა ფიქრებით, აზრებით, არასწორი შეხედულებებით, საქციელებით და უამრავი რამით.
ეს ჩვენი შერყეული გონება ღმერთო განამტკიცე კლდესა ზედა — ანუ სარწმუნოებასა ზედა, დაამტკიცე ამ ეკლესიაზე, რომ გამაგრდეს ჩემი გონება. რადგან კლდეს ვერც მდინარე, ვერც ვერაფერი — ვერაფერს ვერ უზამს. სახარებაში წერია — კლდეზე დაშენებულ სახლს ვერაფერი ვერ დაანგრევს. ანუ ტყუილზე რომ არის შენი სახლი დაშენებული და გარედან ლამაზია — იმ წუთშივე დაინგრევა, რადგან ყველაფერი არის დროებითი და მოჩვენებითი.
მაგრამ როცა შენს შერყეულ გონებას კლდეზე დაამყარებ და სწორად წარმართავ — შენი ცხოვრება სწორად წარიმართება. ამიტომ ღმერთს სთხოვს წმინდა ანდრია კრეტელი, წარმოიდგინეთ წმინდა ანდრია სთხოვს ამას, ჩვენ გვგგონია, რომ ჩვენი გონება არ არის შერყეული და წმინდა ანდრიას ჰგონია. ამხელა საგალობლები დაწერა, ამხელა შეგრძნება ჰქონდა ღვთისა, მაგრამ ის საკუთარ თავს ასეთს არ თვლის. ეს მისი პირადი ლოცვები იყო, პირადი თხოვნა იყო ღვთის წინაშე და შემდეგ ეს ეკლესიამ მსახურებაში ჩართო.
ის სთხოვს, რომ ჩემი შერყეული გონება გაამაგრე — „რამე თუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმიდა ხარ“ — ანუ შენზე შემიძლია მხოლოდ ჩემი გონება დავამყარო და შენით წარვმართო ჩემი ცხოვრება. თუ ადამიანი საკუთარ ძალებს ენდობა და საკუთარი ძალით მიჰყავს თავისი ცხოვრება — ადამიანი განადგურდება და მოისპობა.
ადამიანი უნდა მიენდოს ღმერთს და მისი ცხოვრება უნდა წარიმართოს ღმერთთან ერთად, როგორც პავლე მოციქული ამბობს — მე ყველაფერი შემიძლია ჩემს გამაძლიერებლ ქრისტეში — ანუ მე ქრისტესთან ერთად ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ქრისტეს გარეშე მე არაფერი არ შემიძლია.
როდესაც ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს და ქრისტეს უკან გადასწევს — ის უკვე დაღუპვის გზაზეა და განადგურებულია. ადამიანს ჰგონია, რომ თვითონ რამე შეუძლია მას, ჩვენ ცოდვის ჩადენაც ჩვენითაც კი არ შეგვიძლია, ეშმაკმა თუ არ შემოგვთავაზა ცოდვა — ჩვენითაც ვერ ჩავიდენთ ცოდვას, არა თუ სიკეთის კეთება ჩვენ გარეშე.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას და ღმერთი შეიმეცნოს“, - ამბობს შალვა კეკელია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია