გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც სულიერი სიმშვიდისთვის სამ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს:
„სულიერი სიმშვიდის ჰაუსისეული ტრიო:
შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა გაცვეთილი და ბანალური, სამაგიეროდ ეფექტურობით უბადლო სტრატეგია სულიერი სიმშვიდისთვის:
1. ნუ შეცვლი შენს თავს სხვების გამო და სხვებისთვის!
2. სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე! თან ამას დავამატოთ ის, რომ
3. შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ.
ყველაზე გვიან მესამე ჯერზე შეცდომა აღარ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ იმ კონკრეტული ადამიანის არჩევანი, მისი საქციელის რეპერტუარის ნაწილი.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამ „შეცდომას" დიდი ალბათობით კვლავაც ერთგულად დაუბრუნდება.
ჰოდა, ადამიანები რომ თავიანთ ნამდვილ მეს დაგვანახვებენ, დავინახოთ ეს „საჩუქარი” დროულად.
ცხოვრების მანძილზე (შე)ვხვდებით ყველანაირ ადამიანს, ზოგი მათგანი არ მოგვექცევა სამართლიანად, პატივისცემით, გვატკენს გულს....
ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის გვთავაზობთ ამ სამ ნაწილიან სტრატეგიას.
შეეცადეთ, შეისისხლხორცო და დანერგო ეს მიდგომა თქვენი აზროვნების მოვლენების/ადამიანების შეფასების გამყოფილებაში:
ადამიანის საქციელი პირველ რიგში გვაწვდის ინფორმაციას მისსავე შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურაზე, ინტელექტზე, განვითარების თუ ემპათიის დონეზე, გონებრივ მონაცემებზე, სინდისზე, მთლიანად მის პიროვნებაზე.
გამოვიყენოთ ყველა მისაღები და გასაგები მეთოდი, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ!
რამეთუ, როგორც ერთი ჩემი საყვარელი სერიალის პერსონაჟი ამბობს "Life is fucking hard, even when it's easy", ანუ ცხოვრება მაშინაც კი ძალიან ძნელია, როცა ის ადვილია!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნოე, ანნა, ლილი და საჩუქრები...“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
⭕„დიდი მადლობა, რომ ასე მოგეწონათ შოუ, შემდეგი უფრო გრანდიოზული იქნება“ - ნუცა ბუზალაძე