Digest Logo

28 აგვისტო: მთვარის ნაწილობრივი დაბნელება თევზებში - „აძლიერებს განცდას, რომ რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხასთან გვაქვს საქმე“

1787674029
 მთვარის ნაწილობრივი დაბნელება თევზებში

28 აგვისტოს, თბილისის დროით 08:19 საათზე, მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა თევზების ზოდიაქოს 4°54′-ზე.

მთვარის დაბნელება ყოველთვის გარკვეული პროცესის კულმინაციასთან, დასრულებასთან, ემოციურ გათავისუფლებასთან, მნიშვნელოვან გაცნობიერებებთან არის დაკავშირებული. პროცესი აქ შინაგან დონეზე მიმდინარეობს - რაღაც ჯერ ჩვენს ცნობიერებაში უნდა მომწიფდეს, რაღაცას სხვა თვალით შევხედოთ, რაღაც გავუშვათ ან დავასრულოთ და ამას უკვე შემდეგ მოჰყვეს ქმედება და ცვლილება გარე სამყაროში.

♓️თევზებში მიმდინარე დაბნელება განსაკუთრებით სენსიტიური და ემოციურად ღრმა იქნება. თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია — ადგილი, სადაც ერთი ციკლი სრულდება და ახალი ჯერ მხოლოდ უხილავად იწყებს ფორმირებას. ამიტომ აქ შესაძლოა ზედაპირზე ამოვიდეს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეცნობიერში არსებობდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით. ეს შეიძლება იყოს ძველი ემოციური მდგომარეობა, ილუზია, მიჯაჭვულობა ან ცხოვრების გარკვეული ეტაპი, რომლის გაშვების დროც დადგა. ეს არის თესლის გაღვივების პერიოდი — გარედან ჯერ არაფერი ჩანს, მაგრამ შიგნით უკვე დაწყებულია პროცესი, რომელიც სივრცეს ათავისუფლებს იმისთვის, რაც შემდეგ უნდა დაიბადოს. 

♒️მიუხედავად იმისა, რომ მთვარის დაბნელება დასრულებასთან არის დაკავშირებული, ეს დაბნელება აღმავალ კვანძთან ხდება. ამიტომ აქ დასრულება თავისთავად ახალი დასაწყისის ნაწილია — რაღაცის გაშვებასთან ერთად საფუძველი ეყრება იმას, რაც უკვე მომავლისკენ არის მიმართული. ერთი კარი იხურება და სწორედ ამით იხსნება ახალი შესაძლებლობა. ამიტომ ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა გარკვეულწილად საბედისწერო ხასიათიც ჰქონდეს და ჩვენი მომავალი მიმართულება განსაზღვროს.

♓️♍️ქალწული–თევზების ღერძზე მიმდინარე დაბნელების ერთ-ერთი მთავარი თემა რეალობასა და ილუზიას შორის არჩევანია. ქალწული გვთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, პრაქტიკულ და სტრუქტურირებულ ხედვას, თევზები კი ინტუიციის, ემოციებისა და უხილავი სამყაროს ნიშანია, თუმცა ამავე სივრცეში ყოველთვის რჩება ადგილი გაურკვევლობისა და ილუზიისთვის, ამიტომ ამ დაბნელებამ შეიძლება დაგვანახოს, სად ვეყრდნობით რეალობას და სად გვჯერა იმის, რისი დაჯერებაც გვინდა.

☀️🌕♅ამ დაბნელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ურანის ჩართულობაა. მზე და მთვარე ქალწული–თევზების ღერძიდან მჭიდრო კვადრატს ქმნიან ურანთან ტყუპებში. ურანი მოულოდნელ, დაუგეგმავ ცვლილებებთან, გამოღვიძებასთან და გამოფხიზლებასთან არის დაკავშირებული. მისი ეფექტი ხშირად ცივი წყლის მოულოდნელ გადასხმას ჰგავს — რაღაც შეიძლება ერთ წამში დავინახოთ სრულიად სხვაგვარად და სწორედ მოულოდნელმა მოვლენამ ან ინფორმაციამ გამოგვაფხიზლოს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აქამდე ვიყავით. ამიტომ ამ დღეებში მოვლენების სწრაფ და მოულოდნელ განვითარებასაც უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, მზე მერკურისთან არის შეერთებული და შესაბამისად მერკურიც ამ დაძაბულ კონფიგურაციაში ერთვება.

ინფორმაცია შეიძლება მოულოდნელად მოვიდეს, გეგმები სწრაფად შეიცვალოს, კომუნიკაციაში შეფერხებები წარმოიშვას ან გარკვეული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გახდეს საჭირო. ამ დღეებში მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ მგზავრობისას და ზოგადად მოვერიდოთ ზედმეტ იმპულსურობას. გლობალურ დონეზე ურანის ასეთი ძლიერი ჩართულობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოულოდნელ მოვლენებთან ტრანსპორტის, ავიაციის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში. ასევე ასტროლოგიურად ურანის დაძაბული ჩართულობა ხშირად უკავშირდება სეისმურ აქტივობას, ამიტომ შესაძლებელია ბუნებრივი პროცესების გააქტიურებაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

♇♆☀️⚻ამ დაბნელების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონფიგურაცია პლუტონსა და ნეპტუნს უკავშირდება. პლუტონი და ნეპტუნი ერთმანეთთან სექსტილში არიან და ორივე კვინკონსს ქმნის მზესთან და მერკურისთან, რითაც ძალიან ზუსტი იოდის — „ღმერთის თითის“ კონფიგურაცია იქმნება. ეს კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხასთან გვაქვს საქმე — პროცესთან, რომელიც გვაიძულებს შევცვალოთ ხედვა, გავაცნობიეროთ ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით და თანდათან სხვა მიმართულებით გადავინაცვლოთ. საბოლოოდ, ეს დაბნელება შეიძლება გახდეს ერთგვარი შინაგანი გამოღვიძება — მომენტი, როდესაც რაღაცის მიმართ ჩვენი ხედვა რადიკალურად იცვლება. ის, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო, შეიძლება მოულოდნელად დავინახოთ სრულიად სხვა თვალით, ხოლო ერთი ეტაპის დასრულებამ გზა გაუხსნას ახალ მიმართულებას, რომელიც უკვე მომავლისკენ მიგვიყვანს.

♍️♓️დაბნელება ყველაზე ძლიერად ქალწული–თევზების ღერძს შეეხება, განსაკუთრებით მათ, ვინც თავად ამ ღერძზე დაბნელების პერიოდშია დაბადებული ან ვისაც ამ ნიშნებში მზე, მთვარე, პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები 3°–7° დიაპაზონში აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდი მადლობა, რომ ასე მოგეწონათ შოუ, შემდეგი უფრო გრანდიოზული იქნება“ - ნუცა ბუზალაძე

რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ „ლითონის“ სეზონზე დაღლილობა და შემოდგომის სევდა თავიდან აიცილოთ

„შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მძღოლებისთვის...“ - ეს უნდა იცოდე!