22 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნუცა ბუზალაძის გრანდიოზული LIVE-შოუ სრული ანშლაგით დასრულდა.
ქართველი არტისტი საქართველოში უკვე გრემის აკადემიის წევრის სტატუსით დაბრუნდა. სპეციალურად კონცერტის აკომპანემენტისთვის, საქართველოში შტატებიდან ტონი ბრექსტონის ბენდი ჩამოვიდა.
კონცერტიდან კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს და საზოგადოებას მადლობას უხდის:
„აპრილის თვე - ჩემი საყვარელი სიმღერა.
ძალიან მალე დაიდება ოფიციალურ გვერდზე სრულად კონცერტი.
დიდი მადლობა, რომ ასე მოგეწონათ ჩვენი შოუ. შემდეგი უფრო გრანდიოზული იქნება“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ „ლითონის“ სეზონზე დაღლილობა და შემოდგომის სევდა თავიდან აიცილოთ
⭕„შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მძღოლებისთვის...“ - ეს უნდა იცოდე!