დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში დღეს მორიგი სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სააუდიენციო დარბაზში დაკიდებულ კათალიკოსების პორტრეტებზე საუბრობს.
„ტოტალური უვიცობა და არაკომპეტენტურობა ყვავის ილია მეორის კარზე. 1990 წელს ხელისუფლების მიერ დაბრუნებულ 1923 წელს წართმეულ საპატრიარქო რეზიდენციის (ყოფ. საეგზარქოსო რეზიდენცია 1917 წლამდე) სააუდიენციო დარბაზში კათალიკოსების პორტრეტები დაკიდა ილია მეორემ 1990-იან წლებში და ანტონ მეორის ორი პორტრეტის ასლი დაამზადებინა და ერთს ანტონ პირველი დააწერეს შეცდომით.
ანტონ პირველს არასოდეს ჰქონია თეთრი ბარტყულის ტარების პატივი მიცემული რუსეთის იმპერატორისაგან და მუდამ ატარებდა შავ საკათოლიკოსო ბარტყულას, არის მისი პორტრეტიც შემორჩენილი და დაცულია საქ. ხელოვნების მუზეუმის საცავში, მაქვს მისი ფოტო“, - წერს ილია ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ემოციურია იმ საოცარ შეგრძნებასთან მიახლოება, რასაც დედობა ჰქვია…“ - ნანუკა გულუა (ფოტო)