20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ფიქრია კუჭუხიძე გამოეხმაურა.
„გარდაცვლილებიდან ერთის ახალგაზრდის დედა იტალიის, მეორე ესპანეთის ემიგრანტია.
საბრალო ემიგრანტი დედები! საბრალო გარდაცვლილის დედები...თავს მივცემ უფლებას და საემიგრაციოს სახელით კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ერს ამ ტრაგედიას“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: