საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ - ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს.
ის სოციალურ ქსელში წიგნიდან მორიგ მცირე ამონარიდს უზიარებს საზოგადოებას.
„ადამიანს ფეხბურთში რომ მარადონას შეგადარებენ, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, მაგრამ მეტსახელთაგან მე ყველაზე მეტად კვარავაჯო მომწონს.
მხოლოდ ბგერათა თანხვედრაში როდია საქმე.
ბაროკოს ღმერთკაცზე ერთხელ ანტონიო პალომინომ თქვა:
„მიქელანჯელო კარავაჯოს ეყო სიმამაცე, რომ ეხატა“ ზუსტი და ღრმაა ეს ნათქვამი.
ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის ეპოქაში მხატვარი ძალიან თამამი და პროვოკაციული იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას კი ყოფნის სითამამე, ფეხბურთი ითამაშოს.
ის ფეხბურთი, რომელიც იტალიას და ევროპას შეიძლება ცოტა მივიწყებულიც კი ჰქონდა, ხვიჩამ გაბედა და დააბრუნა - თავისუფალი მონასმები, მკაცრი, მკვეთრი, დამაბნეველი ნახაზები - კვარაცხელია მოედანზე „ავადმყოფ ბახუსს“ ხატავს.
წარსულის ფერებია ეს ფერები და მოულოდნელად და საოცრად მოუხდა თანამედროვე ფეხბურთის ტილოს.
წიგნიდან „ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“, - წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 🎥 „ეს არსად არ მითქვამს, პირველად შენთან ვიტყვი...“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე
🔵 ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?
🔵 „ვამაყობ შენით ძმაო“ - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე