განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბედნიერება ის არის, რაც მაშინაც რჩება, როდესაც ყველაფერს კარგავ - ღმერთი, სამშობლო, შვილები, შვილიშვილები, ნამდვილი მეგობრები, სიყვარული, სიკეთე, ღირსება, სახელი.
ე.წ. „წარმატება“ ამას ხელს არ უშლის, თუმცა არც განსაზღვრავს.
ნუ დაარქმევ „ბედნიერებას“ იმას, რაც ამ სიტყვას დააწვრილმანებს და დააკნინებს - ის არ იყიდება და არც იცვლება.
ადამიანს შეიძლება ძონძები ეცვას, მაგრამ მისი თვალები ბედნიერებას ასხივებდნენ.
რიგიანი საზოგადოება და სახელმწიფო კი ის არის, რომელშიც კაცს უფლება აქვს, ბედნიერი იყოს და ამისთვის თავისუფლად გაისარჯოს.
ღმერთს უთხარი მადლობა ბედნიერებით - მან ეს დიდი ხანია დაიმსახურა“, - წერს გია მურღულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე