Digest Logo

„ადამიანს შესწევს უნარი, დაამარცხოს მძიმე დაავადება, მაგრამ, არ შესწევს უნარი შეწყვიტოს მტრობა, შური, ბოღმა და ბოროტება“ - რას წერს გიორგი ჯაჯანიძე

1755934882
გიორგი ჯაჯანიძე.

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი ახალ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პატიება მხოლოდ დიდ, ძლიერ, კეთილ, ღვთისმოსავ ადამიანებს შეუძლიათ.

„ადამიანებს, ერთმანეთის ცხოვრების ისტორიები გულდასმით რომ მოესმინათ, სხვა გვარად წარიმართებოდა მათი ცხოვრება.

რაზე ვდარდობთ, როცა არსებობს ავი სენი და სიკვდილი. ადამიანს შესწევს უნარი, დაამარცხოს მძიმე დაავადება, მაგრამ, არ შესწევს უნარი შეწყვიტოს მტრობა, შური, ბოღმა და ბოროტება.

უტყუარი ტესტი:

პატიება მხოლოდ დიდ, ძლიერ, კეთილ, ღვთისმოსავ ადამიანებს შეუძლიათ.

ერთხელ ერთ ადამიანს უპატიებელი რამ ვაპატიე, ჩავეხუტე და ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ, არ შემიძლია ამდენი ტკივილი, ვდარდობ და განვიცდი, ყველაფერს გპატიობ და არასოდეს არ გაგახსენებ ამ ამბავს-თქო, მეორე დღეს მომწერა, არ მჯერა რომ მაპატიე, ეტყობა რაღაც საშინელება დაგეგმე, რომ ჯოჯოხეთი მომიწყოო.

მივხვდი, ჯერ არ უნდა მეთქვა, რომ ვაპატიე. ადამიანებს უყვართ, რომ იტანჯებიან.

მძიმეა კეთილი ადამიანის ხვედრი, რთულია ყველას ყველაფერი აპატიო, მაგრამ აუცილებელია, ისევ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სულისთვის, საკუთარი მომავლისთვის.

ჩვენ ხომ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე და ცხოვრება ჩვენ მომავალ თაობასთან ერთად. ამიტომ, მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისთვის უნდა ვაპატიოთ ყველას ყველაფერი.

თუ პატიება არ შეგიძლია, ცხოვრებაში ყველაფერს წააგებ.

თუ პატიებას ვერ შეძლებ, ვერასოდეს სულს ვერ დაიმშვიდებ.

თუ პატიება შენთვის არაფერია, აღმოჩნდება რომ საკუთარი თავის მტერი ხარ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობას და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად - ყველაფერი რაც 23 აგვისტოს შესახებ უნდა იცოდეთ

⭕ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ

🎥 „წარსულის ძველი სცენარები და ჩრდილები გაქრება...“ - რა გველოდება შემოდგომაზე ჩვენი დაბადების რიცხვის მიხედვით?