Digest Logo

„ადამიანში რომ შემოდის განსაცდელები და უძლურებანი, ეს არის ღვთის წყალობა“ - თეოდორე გიგნაძე

1770378319
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ადამიანში რომ შემოდის განსაცდელები და უძლურებანი — ეს არის ღვთის წყალობა,
ძალიან რომ არ შეგვიყვარდეს ამ სოფლის ფუფუნება,
ძალიან რომ არ შევიყვაროთ ამ სოფლის კეთილდღეობა...
იმიტომ, რომ ეს, ბუნებრივად გვავიწყებს მთავარ განსაცდელს — რომ აუცილებლად მოვკვდებით.
— ნახეთ რამდენი ვართ აქ?!
— რამდენიმე ათეული წლის მერე, არცერთი აღარ ვიქნებით,
ეს არის რეალობა.
მაგრამ კიდევ უფრო საშინელ რეალობას გეტყვით: — ჩვენ წარვდგებით ღვთის წინაშე.
გავმართლდებით თუ არა?! — ეს არის ყველაზე საშინელება,
ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ იქნებით გაუმაძღრები, ნუ გაეკიდებით იმას, რაც სხვებს აქვთ...“ - Abagael Bagi

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება...“ - რამაზ გიგაური