Digest Logo

„აღარ მყავს არც და, არც დისშვილი...“ - ფონიჭალის ტრაგედიას კიდევ ერთი დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

1795121841
 დედა-შვილის სიცოცხლე

ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას კიდევ ერთი დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელში დაღუპულების ახლობელი წერს:

„აღარ მყავს არც და, და არც დისშვილი არიანა...ღმერთო, რატო... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის... დაო“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ვანიშვილი.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვეს - ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

⭕ „მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ბავშვები დარჩნენ დედის გარეშე... 5 შვილს ზრდიდნენ“ - რას ჰყვება ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპულის ახლობელი

⭕ „მეზიზღება ურანი-მარსის კვადრატი! ბათუმში სახლის ჩამონგრევაც ამ პლანეტების გააქტიურების პერიოდში მოხდა“ - ასტროლოგი ნინა ხომერიკი ფონიჭალის ტრაგედიაზე

✕