Digest Logo

„აგრესია, რასაც ქართველები დავატარებთ, არც ერთ ერს არ ახასიათებს“ - რას წერს პეტრე კოლხი

1701870218
პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

როგორც პეტრე კოლხი წერს, სხვისი ცხოვრების განკითხვა,  უინტელექტობის, შინაგანი პროვინციალიზმის ბრალია.

„იმხელა აგრესია, რასაც ქართველები დავატარებთ, არც ერთ ერს არ ახასიათებს… ამასთანავე, ქრისტიანობაზე ისეთი ამბიცია, როგორც ჩვენ გვჩვევია, იშვიათია სხვაგან ნახო…
სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, განკითხვა, ჭორაობა, ვის რა აცვია, რატომ აცვია, ვისთან დადის, როდის წვება, როდის
დგება, რას ჭამს, როგორ იძინებს, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ყველას თუ არა, ნახევარი ერის საფიქრალი რომ ხდება…
ქუჩაში დაძაბულობა, ოჯახში დაძაბულობა, ეკლესიაში უნდობლობა და სიმძიმე, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია… უსაქმურობის, უინტელექტობის, შინაგანი პროვინციალიზმის ბრალია.
ყველა სხვისი ცხოვრების დალაგებით არის დაკავებული. თავად კი ყელამდე ჭაობში არიან და არც გადარჩენას ფიქრობენ…
სიტუაცია უარესდება, სიყალბე, ფარისევლობა და უტვინობა უფრო ფასდება, ღირებულებების აღრევა ხდება…
ყველამ საკუთარი წილი ნაგავი რომ მოისროლოს, მერე არ იქნებოდა ასეთი ქაოსი და არეულობა!“ - წერს პეტრე კოლხი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ...“ - რას წერს ნინი

🔵🎥 „ვარ მახინჯი, მუცელიც მომეშალა, ალბათ როგორც დედა არ ვვარგივარ...“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი