მსახიობი ნატა გულიაშვილი 21 აგვისტოს იუბილარი იყო. მან დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა, რასაც ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყო მსახიობი გივი სიხარულიძე.
ნატამ სოციალურ ქსელში გივის ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა.
„აი, ასეთი საოცარი ცეკვით მომილოცა ბატონმა გივიმ, დაბადების დღე!“, - წერ ნატა გულიაშვილი.
რამდენიმე წლის წინ „დაიჯესტმა“ ნატა გულიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის მესამე თვალის არსებობასა და პარაფსიქიკურ მოვლენებზე საუბრობდა:
„მე მესამე თვალი მაქვს, რაც მესიზმრება ის ყოველთვის მიხდება. ბოლო 5 წელია ასე ვარ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. ის რომ მესიზმრება, მეორე-მესამე დღეს მიხდება. ჩემს ბიძაშვილს შვილი არ ჰყავდა და ბებია-ბაბუა დამესიზმრა, მითხრეს ბიჭი ეყოლებაო და მართლაც ბიჭი ეყოლათ. კიდევ ერთი შემთხვევა იყო ასეთი, ჩემი და იყო საზღვარგარეთ, მირეკავდა და სულ მეუბნებოდა რაღაც კოდი მოგივა და მნიშვნელოვანი იქნება, შეინახეო. გავიდა 2 წელი და დამესიზმრა, რომ ეს კოდი მომივიდა. დედას ვფიცავ, 1 კვირაში ზუსტად ის კოდი მომივიდა, რაც დამესიზმრა და ამ კოდით ჩემმა დამ იმ ქვეყნის ცხოვრების უფლება მოიპოვა. ჩემი დაქალი თხოვდებოდა და მისი ქმარი დამესიზმრა, ეს საქმე უნდა გადავდოთო და მართლა გადაედოთ ქორწილი.
მერე პარაფსიქოლოგებთან და ეზოთერიკებთან ვიყავი. მითხრეს, რომ პარალელურ სამყაროსთან გაქვს შენ კავშირიო. როცა გძინავსო, შენი ტვინი ასტრალში გადისო და წინასწარ გესიზმრება, მეორე დღეს რაც უნდა მოხდესო“, - ამბობდა ნატა გულიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: