Digest Logo

კავშირი პარალელურ სამყაროსთან, ყველაზე დიდი შეცდომა და ვიზიტი პარაფსიქოლოგებთან - ნატა გულიაშვილის ბლიცინტერვიუ

1653651900
ნატა გულიაშვილი

ბლიცინტერვიუ მსახიობ ნატა გულიაშვილთან.

➡️ბავშვობის ოცნება...

ბავშვობის ოცნება იყო, ვყოფილიყავი მსახიობი და ტელეწამყვანი, რაც ავიხდინე. ჩავაბარე სამსახიობოზე და პირველივე კურსზე გადამიღეს ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში - „მარშო“, სადაც ჰოლივუდელმა მსახიობმა ვანესა რედგრეივმა დაგვაფინანსა.

➡️ჩემი ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში არის...

დედაჩემი, დები და შვილი... 

➡️ვნანობ...

ვნანობ პროექტს „შენ შეგიძლია ცეკვაში“ მონაწილეობას. ამ პროექტმა, ძალიან ბევრი ტკივილი მომიტანა.

➡️მეშინია...

ახლობელი ადამიანების დაკარგვის.

➡️რომ არა  მსახიობი, ვინ იქნებოდი?...

ვიქნებოდი ტელეწამყვანი, რასაც ახლაც ვახერხებ. ტელეკომპანია „თრიალეთში“ ვარ მთავარი პროდიუსერი, 7 გადაცემის პროდიუსერი ვარ და მიმყავს ჩემი საავტორო გადაცემა „ნატას გეიმ შოუ“. 

➡️ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...

ტელეფონი. არ შემიძლია ამის გარეშე, დედაჩემი მეუბნება ერთ დღე გამორთეო, მაგრამ მოვკვდები. დამოკიდებული ვარ სოციალურ ქსელებზე.

➡️წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე...

ახლა ვკითხულობ გიორგი შერვაშიძლის „ასი ათას ერთს" საოცარი ნობელებია, რომლის დადგმასაც სამომავლოდ, მე და ჩემი მეგობარი რეჟისორი ვაპირებთ. პრემიერაზე აუცილებლად დაგპატიჟებთ.

➡️ყავა თუ ჩაი...

ჩაი. ყველანაირი ჩაი მაქვს, მწვანე, წითელი, ლურჯი და ლიმონი მიყვარს ძალიან. მოკლედ, ჩაისტი ვარ. 

➡️ რა არის სიყვარული?

ორი ადამიანის ურთიერთგაგება, ურთიერთლტოლვა და ყველაფერი ერთად. სიყვარული ლტოლვის გარეშე არ შეიძლება, უნდა იყოს თანხვედრა, უნდა გიზიდავდეს ფიზიკურად და ხასიათებშიც უნდა უგებდნენ.

➡️ როგორი კაცები მოგწონს? ...

სიმპათიურები, თავის თავში ჩამოყალიბებულები, იუმორის გრძნობაც რომ აქვთ და საქმიანი კაცები მომწონს.

➡️ 1 სურვილი, რომ მქონდეს ვისურვებდი, რომ...

სამყარო იყოს დაუსრულებელი და ვისურვებდი, რომ სიკვდილი არ არსებობდეს.

➡️ გჯერა თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის...

აუცილებლად. მე მესამე თვალი მაქვს, რაც მესიზმრება ის ყოველთვის მიხდება. ბოლო 5 წელია ასე ვარ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. ის რომ მესიზმრება, მეორე-მესამე დღეს მიხდება. ჩემს ბიძაშვილს შვილი არ ჰყავდა და ბებია-ბაბუა დამესიზმრა, მითხრეს ბიჭი ეყოლებაო და მართლაც ბიჭი ეყოლათ. კიდევ ერთი შემთხვევა იყო ასეთი, ჩემი და იყო საზღვარგარეთ, მირეკავდა და სულ მეუბნებოდა რაღაც კოდი მოგივა და მნიშვნელოვანი იქნება, შეინახეო. გავიდა 2 წელი და დამესიზმრა, რომ ეს კოდი მომივიდა. დედას ვფიცავ, 1 კვირაში ზუსტად ის კოდი მომივიდა, რაც დამესიზმრა და ამ კოდით ჩემმა დამ იმ ქვეყნის ცხოვრების უფლება მოიპოვა. ჩემი დაქალი თხოვდებოდა და მისი ქმარი დამესიზმრა, ეს საქმე უნდა გადავდოთო და მართლა გადაედოთ ქორწილი. 

მერე პარაფსიქოლოგებთან და ეზოთერიკებთან ვიყავი. მითხრეს, რომ პარალელურ სამყაროსთან გაქვს შენ კავშირიო. როცა გძინავსო, შენი ტვინი ასტრალში გადისო და წინასწარ გესიზმრება, მეორე დღეს რაც უნდა მოხდესო.

➡️წინა რესპონდენტმა გიორგი ჩუბინიძემ  დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა...  რომ არა საქართველო, სად აღმოაჩენდი თავს?

უეჭველი ამერიკაში და ვიცხოვრებდი ჰოლივუდში.

➡️თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? 

რაზე ოცნებობ და რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი...

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩვენც გევიმართებით“... ტანჯულა ჩემი ცხოვრების ნაწილია...“ ბავშვობის ოცნება, სინანული და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა... - ბლიცინტერვიუ „ტოპესთან“

🔵რას ნანობს, რისი ეშინია ყველაზე მეტად, როგორი ქალები მოსწონს და რაზე ოცნებობს? - ბლიცინტერვიუ თემო ნიქაბაძესთან

🔵სკანდალური ჭორი, სტერეოტიპი, რომელიც დაანგრია და როლი, რომელზეც უარს იტყოდა - გიორგი გასვიანის ბლიცინტერვიუ