ახალგაზრდა სტუდენტი რუსა მეტრეველი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს თანადგომას უცხადებს:
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, რუსა მეტრეველის გარდაცვალების გამო.
ეს არის უმძიმესი დანაკარგი მთელი ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ თანაკურსელებს, მეგობრებს და ლექტორებს.
მისი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აღმოსავლური ჰოროსკოპის 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის იანვარი განსაკუთრებით წარმატებული იქნება
⭕„შეყვარებულმა მაჩუქა და ისეთი ლამაზია, უხდება სახლს...“ - რა კადრებს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი