მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ბევრს მოგზაურობს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს და ნაკლებად ჩანს ღონისძიებაზეც.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელის ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საახალწლო საჩუქარზე საუბრობს, რომელიც მისმა შეყვარებულმა აჩუქა:
„ჩემმა შეყვარებულმა მაჩუქა ეს ჩექმა და ისეთი ლამაზია, ისე უხდება ჩემს სახლს“, - ამბობს შორენა ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.
მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რაც დასასრულებელი გვაქვს უნდა დავასრულოთ...“ - ნინა სუსლოვას რჩევები 2025 წელის გაცილებისთვის