
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია რუსეთ-უკრაინის ომში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის აკისრებს და წერს:
„რუსების განდევნა სევეროდონეცკიდან შესაძლებელია. ეს ამოცანა ჩვენ ძალგვიძს. მაგრამ სტრატეგიულად ქალაქი სევეროდონეცკი არ არის მნიშვნელოვანი“, - ზელენსკი
ახლა, ამ მასხარას ხომ უნდა აახიო ის ჩაკაიფებული სიფათი?!
რისთვის უწევდნენ მაშინ წინააღმდეგობას?! რატომ ჩაკლეს ამდენი მებრძოლი ამ ქალაქის დაცვისთვის?!.. რატომ
თავიდანვე არ დატოვეს პოზიციები?!…
ვინ მისცა უფლება ამ კაცის პროვოკაციას ადამიანების ბედით და სიცოცხლით თამაშის?!…
ეს ომი არაა! ეს არის სიკვდილის ქრონიკა კანონების გარეშე!
ბაიდენმა ბრძანა - უკრაინამ მიწები უნდა გადასცეს რუსეთსო, სამშვიდობო პროცესი რომ დაიწყოსო - ესეც მეორე მარაზმატიკი! რომელმაც რუსული რუბლის კურსი 200-მდე ავარდაო, არა და, 54- ია… სანქციები დავუწესოთო და გააორმაგა რუსეთისგან მძიმე ნავთობის შესყიდვები.. და რამდენი ასეთი ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში.
ნატო!.. მკვდარზე ვენოკი!
ჯონსონი!.. ჩაკუკული უთაო მხედარი! სად გაქრა? ან საერთოდ რა უნდოდა?!
ამბობენ, მორჩაო… ახალი ლიდერი სჭირდება ბრიტანეთსო! ვახ, კაცო, ეს ამბავი 4 თვის წინ არ იცოდნენ?! რას აგლახავეს ოლეგია პოპოვივით?!
მაკრონზე, ევროპარლამენტზე, გაეროზე, G7-ზე აღარაფერს ვიტყვი. თქვენ დაასრულეთ ჩემო მეგობრებო.
P. S.საოცარი განცდაა სიმშვიდე და ნდობა!ჩვენ სახელმწიფოში სიმშვიდეა, მშვიდობაა და ეს იმ ნდობის შედეგია, რომელიც ხელისუფლებამ დაიმსახურა!ჰო და, ჩვენს ერთად დგომას გაუმარჯოს!საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს ხათუნა ხოფერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„შეცდომაა, როდესაც მგლოვიარე ადამიანის ვეუბნებით, რომ ის ძლიერი უნდა იყოს...“ - ზანდა ჩეჩელაშვილი
🔵„გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ, ეცადეთ აუსრულოთ ყველა სურვილი“ - ცაგარელი