ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. კვარა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებში, 19 ფეხბურთელს შორის მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა. საუკეთესოები 2022/23 სეზონში გოლებით და საგოლე გადაცემების მიხედვით შეირჩა.
ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი აღნიშნულ თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„მთელი დღეა ვკითხულობ თუ როგორ აბულინგებენ ამ ორ არაჩვეულებრივ ახალგაზრდას.
ახლა კარგად მომისმინეთ თქვე გახრწნილებო. თქვე არშემდგარო არარაობებო ესაა შურის, ბოღმის და ბოროტების მიზეზი.
იმიტომ, რომ ამ ქვეყნად არაფერს არ წარმოადგენთ, არარაობები ხართ. ერთი კი ვიცი თქვენნაირი ხალხი ხვიჩას და ნიცას ვერაფერს დააკლებს.
წარმატებები თქვენ მიყვარხართ“, - წერს დავით ოქიტაშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რა კადრებს აქვეყნებს ნიცა თავაძე „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებიდან - ფოტოები