Digest Logo

„აკრძალვა არც შესაძლებელია და არც ყოველთვის ეფექტური“ - ტკბილეული და ბავშვები: პედიატრის მნიშვნელოვანი რჩევები

1786117820
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს სხვადასხვა თემებზე, რაც მშობლებს აწუხებთ. 

გთავაზობთ მის მორიგ განცხადებას, სადაც იგი ტკბილეულის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ მშობლების მიზანი ტკბილეულის სრულად აკრძალვა კი არა, მისი გონივრული და ზომიერი მართვა უნდა იყოს:

„ტკბილეული ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. რეალობა ისაა, რომ მისი სრულად აკრძალვა ხშირად არც შესაძლებელია და არც ყოველთვის ეფექტურია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა ტკბილეულთან ჯანსაღი დამოკიდებულება ისწავლოს.

სასურველია, შაქარი 2 წლამდე საერთოდ არ შევთავაზოთ. ამ ასაკამდე ბავშვს ყველა საჭირო ენერგია და საკვები ნივთიერება ბუნებრივი პროდუქტებიდან უნდა მიიღოს.

2 წლის შემდეგ ტკბილეული შეიძლება, მაგრამ იშვიათად და მცირე რაოდენობით. ის არასოდეს უნდა გახდეს ყოველდღიური ჩვევა, ჯილდო ან დამშვიდების საშუალება.

რით ჩავანაცვლოთ?

უმჯობესია შევთავაზოთ: სეზონური ხილი, კენკრა, უშაქრო იოგურტი ხილით, შინ მომზადებული უშაქრო დესერტები-
ჩირი (ზომიერად, ასაკის გათვალისწინებით).

როგორ ავირიდოთ ბავშვი ზედმეტ ტკბილეულს?

არ შეინახოთ სახლში დიდი რაოდენობით ტკბილეული;

თავადაც იყავით კარგი მაგალითი;

არ გამოიყენოთ ტკბილეული ჯილდოდ ან დასჯის ინსტრუმენტად;

არ მისცეთ ტკბილეული ძირითად კვებებს შორის მუდმივ წასახემსებლად;

ასწავლეთ, რომ ტკბილეული არის „ხანდახან“ და არა „ყოველდღე“.

ბავშვის ჯანმრთელობას ერთმა კანფეტმა კი არ შეიძლება ავნოს, არამედ ტკბილეულის ყოველდღიურმა და უკონტროლო მოხმარებამ, რომელიც ზრდის კარიესის, ჭარბი წონისა და მეტაბოლური პრობლემების რისკს.

მშობლების მიზანი ტკბილეულის სრულად აკრძალვა კი არა, მისი გონივრული და ზომიერი მართვა უნდა იყოს“, - წერს ინგა მამუჩიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„იესეს ნათლობის დღე...“ - ნინი კენჭიაშვილი და ლევან წვერავა ოჯახურ კადრებს გვიზიარებენ

„გამოაშკარავდეს სიმართლე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა...“ - აგვისტოს ასტროპროგნოზი ლამზირა ხაჭაპურიძისგან

რას გვეუბნება გიგა ავალიანის საქმე საზოგადოებაზე, აღზრდასა და ვირტუალურ რეალობაზე? - ფსიქოლოგის განმარტება