დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.
ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.
წყვილმა უმცროსი ვაჟი იესე 1-ელ აგვისტოს მონათლა და ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:
„ჩვენი ოჯახი
იესეს ნათლობის დღე“, - წერია გავრცელებულ ფოტოზე.
აი, რას წერდა წყვილი ნათლობაზე:
„ჩვენი პატარა იესეს ნათლობის ულამაზესი დღე იყო. მადლობას ვუხდით ჩვენს ძვირფას ნათლიებს, რომლებმაც ასეთი დიდი პასუხისმგებლობა სიყვარულით იტვირთეს.
ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და მრავალი წელი, რომ ყოველთვის იდგეთ იესეს გვერდით. მადლობა თითოეულ სტუმარს, ნათესავს, მეგობარსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სითბოთი, სიყვარულითა და კეთილი სურვილებით ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თამადას, რომელმაც თავისი სიტყვით, სითბოთი და განსაკუთრებული განწყობით ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად გვიქცია“, - წერდა „დუეტი ლეონი“.
ასევე დაგაინტერესებთ: