Digest Logo

🎥 „ალტერნატიული როკი ყველაზე თავისუფალი ჟანრია საკუთარი თავის გამოსაჩენად“ - როკბენდი Almost Famous „იმედის დილის“ ეთერში

1790840813
ოლმოსთ ფეიმას

ქართული როკბენდი Almost Famous გადაცემა „იმედის დილის“ სტუმარი იყო, სადაც მუსიკოსებმა საკუთარ კომპოზიციებსა და შემოქმედებით ფილოსოფიაზე ისაუბრეს.

ჯგუფის ვოკალისტის, დაჩი დოდაშვილის თქმით, ალტერნატიული როკი სათქმელის გამოსახატავად ყველაზე თავისუფალი ჟანრია, ხოლო მათი შემოქმედების მთავარი მიზანი ისეთი მუსიკის შექმნაა, რომელიც მსმენელს საკუთარ თავს დაანახვებს, ამხელს და დაბრკოლებების მიუხედავად წინსვლისკენ უბიძგებს:

„ალტერნატიული როკი, თავისუფალი როკი და ა.შ ყველაზე თავისუფალი ჟანრია რომ შენი სათქმელი გამოხატო. კომპოზიციას ვქმნით ჩვენით, ჩვენი ერთ-ერთი სიმღერა არის Rejected Voice - უარყოფილი ხმა. მოუწოდებს რომ ბრბოს არ დაემსგავსოს.

მაგალითად თემა, როგორიც არის სიყვარული, ყოველთვის მღეროდნენ და იმღერებენ, მაგრამ ახლა უფრო მეტად საკუთარ თავს გამოხატავ. საჭიროა მუსიკოსებმა დაწერონ ისეთი კომპოზიციები, რომლებიც ადამიანებს ამხელს კიდეც, აგრძნობინებს, რომ გააგრძელოს სვლა და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - აღნიშნა ბენდის ვოკალისტმა დაჩი დოდაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია

⭕ ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს

⭕ როგორ გავხადოთ ხილით წახემსება სრულყოფილი - არუნ ხათრის რჩევები და ჯანსაღი ბალანსი

✕