Digest Logo

„ამ ადამიანმა დაამკვიდრა პირველმა საქართველოში ქრისტიანობა...“ - გია მურღულია ანდრია პირველწოდებულზე

1747037371
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე წერს:

„მეთევზე ანდრიას მის ძმა სიმონთან (პეტრე) ერთად პირველს მოუწოდა იესომ, რომ დამოწაფებოდა და უკან გაჰყოლოდა.
და ის გაჰყვა.
„მეყსეულადო!“, - წერია სახარებაში.
არც დაფიქრებულა, ისე მიატოვა თავისი წინარე ცხოვრება და გაჰყვა სრულიად უცხო ადამიანს, რადგან ნათელი გულით დაინახა და შეიცნო მის წინ მდგარი ჭეშმარიტება.
ერთ წამში მისი სიცოცხლე ახალ ცხოვრებად გარდაისახა.
სწორედ ამ ადამიანმა დაამკვიდრა პირველმა საქართველოში ქრისტიანობა.
12 მაისი მისი დღეა.
ეს დღე გვასწავლის, რომ ქრისტიანობა სასიამოვნო კომფორტი კი არა, მსახურების კომფორტია, სხვისთვის გარჯის სიხარული და სიამოვნებაა.
"რასაცა გასცემ - შენია".
ამიტომაც დგას მოყვასის სიყვარული ღვთის სიყვარულის გვერდით.
ანდრიამ ჩვენს მიწაზე სიყვარულით სიყვარული იქადაგა და იესოს ჭეშმარიტება გაგვიცოცხლა.
მისი ხმითა და ქცევით მოგვეახლა მაცხოვარი.
ქართველებო, ქრისტიანებო, გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს!“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იმდენად დაიმდაბლა თავი ქრისტემ, რომ ჩვენ საჭმელად გვეძლევა...“ - რას წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე?

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება