Digest Logo

„ამ ბრძოლაში უკვე ყველას გვყავს საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ვერ ვურეკავთ და რომელთა გამოც ბრაზი გვჭამს!“ - ლაშა შაკულაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს

1696758043
 ლაშა შაკულაშვილი

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა შაკულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მეგობრებო, დილა მშვიდობისა. დიდი მადლობა მოკითხვისთვის.

სანამ სიახლეებზე დავწერ - გუშინდელ ღამესაც შევეხები. იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელის 22-მდე ქალაქში, ტერორისტები, ქუჩაში ესროდნენ ხალხს, შესაბამისად, განგაშის ჩართვის დროს, სხვა ქალაქებშიც კი, ადამიანები თავშესაფარში ჩასვლას ერიდებიან და სახლებში მაგრდებიან.

ესეც არსებული სიტუაციის რამდენიმე სიახლე:

- მთელი ღამე გაგრძელდა რამდენიმე ლოკაციის დაბომბვა, მათ შორის არის აშკელონი. დილიდან განახლდა სდეროტის დაბომბვა;
- წუხელ, ისრაელმა, ღაზას შეუზღუდა ელ.ენერგიის მიწოდება;
- მოკლულ ისრაელელთა რაოდენობა 300-ს გადასცდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კარდაკარ პრინციპით ხოცეს, გააუპატიურეს და ზოგიერთის გვამი საზეიმოდ და სათრევად წაიყვანეს გაზაში;
- დაჭრილ და სიცოცხლესთან მებრძოლ ისრაელელთა რაოდენობა 1800-ს შეადგენს;
- ღაზას ტერიტორიაზე მძევლად გადაათრიეს 100-ზე მეტი ისრაელელი და გაურკვეველი რაოდენობის უცხოელი, მათ შორის 17 ნეპალელი მუშა; გატაცებულ ისრაელელებში არიან სხვადასხვა ჩინის სამხედრო პირები, ბავშვები, მოხუცები და რამდენიმე ოჯახი;
- ისრაელზე თავდასხმაში, ჰამასის ტერორისტების გარდა, ჩართულია ჰეზბოლა, რომელმაც ისრაელზე შეტევა, ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან რამდენჯერმე სცადა. ჰეზბოლამაც ოფიციალურად აიღო პასუხისმგებლობა;
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაათავისუფლეს 22-იდან 15 დასახლებული პუნქტი; სამწუხაროდ, ჰამასის ტერორისტები ინარჩუნებენ სამხრეთის 7 დასახლებულ პუნქტს; მათ შორის სამხედრო ბაზას; IDF-მა გაანადგურა 400-მდე ტერორისტი და ტყვეებიც აიყვანა;
- ამ წამს, ისრაელის დროით 10:13-ზე, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა გამოაცხადა რომ იწყება ღაზას ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები 8 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია, სანამ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ტერორისტის ლიკვიდაცია;
- წუხელ, შეტაკებების დროს, 27 ჯარისკაცი გარდაიცვალა. ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) დილიდან შექმნიან სპეციალურ ვებგვერდს, სადაც გარდაცვლილ ჯარისკაცთა ინფორმაცია განახლდება;
- წუხელ, ისრაელმა, გაანადგურა უამრავი მნიშვნელოვანი წერტილი, სადაც ჰამასის ტერორისტები იყვნენ/იბრძოდნენ. განადგურებულია ძირითადი წერტილები, მაგრამ ახლა იწყება 8 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია, რათა იქ სრული ძალებით მოხდეს სამხედრო შეტევა; მაგ. გუშინ ზღვიდან მომავალი ჰამასელი ტერორისტების მთელი ხროვის განადგურება;
აქ მცხოვრებო ქართველებო, ძალიან გთხოვთ, ნუ მოუწოდებთ სხვებს რომ წუხელ IDF/ცაჰალმა ტერორისტები სრულად გაანადგურა და ყველაფერი კარგად არის. მესმის რომ შეიძლება ენობრივი ბარიერი იყოს ან საბრძოლოდ გაწვეული ადამიანის მშობელი თქვენც გამშვიდებთ.

ამ წამს, ისრაელს, სამხრეთიდან ჰამასი და ჩრდილოეთიდან ჰეზბოლა უტევს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა გამოაცხადა, რომ 8 დასახლებული პუნქტის ევაკუაცია იწყება, რადგან ქვეყანაში გაურკვეველი რაოდენობის ტერორისტები არიან და მათზე სრული იერიშის მიტანა იგეგმება.

აქვე, ეს ამბავი გავისიგრძეგანოთ - ჰამასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ რომ ამ თავდასხმის მიზანი მათი მებრძოლებისათვის ჰამასის ძალის ჩვენება იყო, რათა მეტნი გამოვიდნენ და ისრაელის წინააღმდეგ იბრძოლონ.

პ.ს. გთხოვთ, ხოცვის, გაუპატიურების და გატაცების კადრებს ნუ აზიარებთ. ჰამასი ამას უკვე აკეთებს და ყველაფერს ვხედავთ. მესმის, ამ ბრძოლაში უკვე ყველას გვყავს საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ვერ ვურეკავთ და რომელთა გამოც ბრაზი გვჭამს!“, - წერს ლაშა შაკულაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„გთხოვთ, ქართულ მედიას და საზოგადოებას, ნუ წერთ ცრუ ინფორმაციას“ - რას წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

„გოგოს მშობლები უნდა გამოკეტო ციხეში! რად მინდა კანონი, რომლის აღსრულება არ ხდება და ამ დროს ბავშვის სიცოცხლე ეწირება“ - დავიდ ჭაბაშვილი