გიორგი ჭოხონელიძე არის ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და მუსიკოსი, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით შეიყვარა პოპულარულ მუსიკალურ პროექტებსა და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობით.
იგი ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნატო გელაშვილის ვაჟია. გიორგი საკუთარ ძმასთან, ლუკა ჭოხონელიძესთან ერთად, ხშირად ასრულებს დედის მიერ შექმნილ ცნობილ სიმღერებს.
გიორგი დღეს, 7 აგვისტოს იუბილარია.
იგი 29 წლის გახდა და დედამ, ნატო გელაშვილმა მას სცენაზე ამ სიტყვებით მიულოცა:
„დღეს ძალიან მაგარი დღეა, ჩემთვის განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ამ დღეს გავხდი დედა, პირველად. ეს ადამიანი იყო ის, ვინც ეს წოდება მომანიჭა, ამიტომ სულ მადლიერი ვიქნები“, - ამბობს ნატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕არის თუ არა წარმატებული ურთიერთობები ადამიანის დაბადების დღეზე დამოკიდებული?
⭕„საოცარი გოგო ხარ, უსაზღვრო წარმატება შენ“ - თამო ვაშალომიძის ახალი ფოტოები
⭕„არსებობს ჩვენს სულში ოთახები, რომელთა კარები წლებია ჩაკეტილია...“ - რას წერს უჩა სიხარულიძე