ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ქრისტეს სული არის სიმშვიდე, სიმდაბლე და უზაკველობა,
დემონური სული - ამპარტავნების და სიამაყის სულია, მზაკვარი სული, ორგული სული.
ჩემი სული თუ ჰგავს დემონს, მაშინ ჩემს სხეულს ეშმაკი მართავს, ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ - მძულს სინამდვილეში.
თუ ეს ვერ დავინახე და არ გამოვფხიზლდი და ამ მდგომარეობაში გარდავიცვალე, იქ მოხდება ჩემი შინაგანი მდგომარეობის ლუსტრაცია და მე თვითონ არ მომინდება ქრისტესთან ყოფნა - რადგან რა უნდა გავაკეთო უკიდურესად მშვიდ და მდაბალ არსებასთან, როცა ჩემში სიამაყის და ამპარტავნების ჯოჯოხეთური ცეცხლი და რომანტიკაა?!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - თამო ვაშალომიძის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება
⭕აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - „გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა მეგობრების დახმარებით“
⭕„როცა მშვილდოსანს შეზლონგზე წოლა მობეზრდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები