Digest Logo

„ამ ფოტოზე დღევანდელი საქართველოს ტრაგედიაა აღბეჭდილი!“ - ნიკო მიქაია

1667285874
ნიკო მიქაია სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი - ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფეისბუკში გავრცელებული ფოტოს შესახებ წერს. 

მისი თქმით, ახალგაზრდა დედა, რომელიც გლოვოს კურიერია და შვილთან ერთად ფეხით გადაადგილდება, საქართველოს ტრაგედიაა.

მისივე აზრით, ეს ის საქართველოა, რომელიც ბევრი თავგანწირული დღეების მიუხედავად ვერ აშენდა.

„აღფრთოვანებულ პოსტებს ვუყურებ დღეს ამ ძალიან მაგარ გოგოზე! დიახ, უმაგრესი გოგოა ნამდვილად!
მაგრამ ამ ფოტოზე დღევანდელი საქართველოს ტრაგედიაა აღბეჭდილი!

საქართველოსი, სადაც ახალგაზრდა დედებს ასე უწევთ შრომა, რომ საკუთარი შვილები გაზარდონ და ლუკმა პურის ფული ჰქონდეთ!

გოგოსი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდა დედაა, რომ ემიგრაციაში წავიდეს და შვილი დატოვოს აქ! ამიტომაც შრომობს ასე!

ეს ჩვენი საქართველოა, რომელიც ვერ ავაშენეთ! ვერ გავაძლიერეთ! ვერ შევძელით ის, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს!

დიახ, ყველანაირი შრომა დასაფასებელია, მაგრამ როცა ახალგაზრდა დედა ასე მუშაობს, ეს უბრალოდ ერის ტრაგედიაა და მეტი არაფერი!  

ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გვქონდეს, ბედნიერი და წელში გამართული მოქალაქეები ცხოვრობდნენ აქ!

ერთადერთი რაც არ გვაქვს, ეს ერთიანობა და უკეთესი საქართველოს იდეის ირგვლივ მობილიზებაა!

არადა იმდენი სისხლია დაღვრილი, იმდენია ნაბრძოლი ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, ვიმსახურებთ, უბრალოდ ვიმსახურებთ კარგ საქართველოს!“, - წერს მიქაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვედრილვარ იმიტომ, რომ ძალიან უმნიშვნელო რაღაც შემშლია. პოლიტიკაში ქერა და ცისფერთვალება ქალი აპრიორი სტერეოტიპულია“ - ნინო წილოსანი

🎥 „ვეცადე, ადამიანი რომ მოვა ჩემთან და ყავას დალევს, მისთვის მყუდრო გარემო შემექმნა“ - დაათვალიერეთ და ნახეთ, როგორი სახლი აქვს მერიკო კარტოზიას

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე