დერმატოლოგი ზაზა თელია კვებითი დანამატების თვითნებურად მიღების საფრთხეებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მედიკოსი დეტალურად აღწერს, თუ რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს კვებითი დანამატების თვითნებურ მიღებას:
„Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.
საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი.
სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებით ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით, გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს.
გვერდითი ეფექტები: ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა.
კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას, მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინი და თუ ის ამის გარდა კიდევ სვავს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს, მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი - ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი“, - წერს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - აქამდე უცნობი ამბები გამორჩეულ ბერზე
🔵„დღეს მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვას“ - მიხეილ ცაგარელი