
ჟურნალისტი სალომე ასათიანი რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას საპროტესტო გამოსვლას ეხმიანება და წერს, თუ რა მნიშვნელოვანი რამ გააკეთა მან მოწოდებით – „შეაჩერეთ ომი! არა ომს!“.
„მარინა ოვსიანიკოვამ ვერაფერი რომც ვერ „შეცვალოს“, სტუდიაში იმ პლაკატის გაშლით მაინც ყველაფერზე მნიშვნელოვანი რაღაც გააკეთა. უსამართლობის და სისასტიკის მანქანების წინააღმდეგ ამბოხება – მით უმეტეს სწორედაც განწირული ამბოხება – უკვე თავისთავადაა თვითკმარი და დასრულებული აქტი.
ესაა ერთადერთი გზა იმის საჩვენებლად, რომ ადამიანები ვართ და ცოცხლები ვართ. და რომ სადღაც მაინც ფეთქავს სინდისი – მძლავრი ზეწოლის, შიშის, ყოვლისმომცველი კონფორმიზმის და იმპერიალისტური აღტკინების მიუხედავად.
„ის მკვდარია, მაგრამ დაწოლაზე უარს აცხადებს” – ერთი ძველი ინგლისური სიმღერაა ასეთი ტექსტით. ამ ქალმა ზუსტად ეს გვაჩვენა – რომ როგორც უნდა „მოგვკლან“ და ჩაგვახშონ, მაინც ბოლომდე უნდა ვეცადოთ არ დავწვეთ“, – წერს სალომე ასათიანი.
ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირი ეთერის დროს რედაქტორმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყურადღებით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, არ ღირს საეჭვო ადამიანების ნდობა“ - დღის რჩევა10:07
🔵1 716 ინფიცირება, 1 551 გამოჯანმრთელება, 16 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში