Digest Logo

„ამ საკითხზე არცერთ გადაცემაში აღარ მივალ და არცერთ ჟურნალისტს არ მივცემ ინტერვიუს“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

1731940452
თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

ტელეწამყვანი გადაცემის „როგორ გადავრჩი“ სტუმარი იყო, სადაც დედის პოვნის და მისი რეაქციის მომენტი დეტალურად გაიხსენა. ამ ყველაფერს კი საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ დაიღალა გამოგონილი ისტორიების მოსმენით და გადაწყვიტა ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. 

„იმდენად დავიღალე სხვადასხვა, გამოგონილი ისტორიების მოსმენით, გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა და თავად მომეყოლა ის, რაც მოხდა.

ამ საკითხზე არცერთ გადაცემაში აღარ მივალ და არცერთ ჟურნალისტს არ მივცემ ინტერვიუს.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ. საკუთარ აზრებს ნუ მოაფრქვევთ“, - წერს თამუნა მუსერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით“ - რას ამბობს ირაკლი მაქაცარია

„თავი აფრიკაში მგონია ქურციკებს რომ ვუყურებ“ - სოსო ნებიერიძის მოგზაურობა კახეთში

„მიდის გარდატეხა, მიზეზი არის სოციალური და მატერიალური შიშები....“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან 🪐