Digest Logo

„ამ სიტყვების შემდეგ დაკრძალვაზე დავინახე. ის ნელი ნაბიჯით გამოვიდა სიონის ტაძრიდან და მომეჩვენა ყველაზე სევდიანი“ - დათო გორგილაძე თემურ ჩხეიძეზე

1654514191
დათო გორგილაძე თემურ ჩხეიძეზე

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩხეიძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.  სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და მწერალი დათო გორგილაძე გამოეხმაურა და გარდაცვლილს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„დიდი ადამიანები ცოტას ამბობენ ხოლმე და თუ ამბობენ, არაფერია ჰაერზე ნათქვამი.

ასე ორი თვის წინ თემურ ჩხეიძემ დამირეკა. შაბათი დილა იყო.

მისთვის ჩვეული, დინჯი ხმით მითხრა, მადლობა ინტერვიუსთვისო.

მე კიდევ გაძეგლებული ვდგავარ და ვფიქრობ: „კაცმა პატივი დაგდო და მასთან საუბრის საშუალება მოგცა. ახლა კიდევ გირეკავს და პირიქით გემადლიერება იმის გამო, რომ პატივი დაგდო. ხვდები, რა დიდია კაცი?!”.

ამას ერთი ფრაზა დააყოლა, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე.

– თუ კიდევ ვიცოცხლებ, გადავეყაროთ ხოლმე ერთმანეთს – თქვა.

თურმე ნათქვამი ყურადღებად ღირდა.

ამ სიტყვების შემდეგ თემურ ჩხეიძე დაკრძალვაზე დავინახე. ის ნელი ნაბიჯით გამოვიდა სიონის ტაძრიდან და, იმის მიუხედავად, რომ იქ მდგომი უამრავი ადამიანიდან ერთი არ მოიძებნებოდა ისეთი, ან თვალზე ცრემლი რომ არ ჰქონოდა, ან გული ამოვარდნაზე, სწორედ ის მომეჩვენა ყველაზე სევდიანი. ოღონდ სხვანაირად, მშვიდად სევდიანი.

მშვიდად განისვენეთ, დიდო ადამიანო. ჩვენგან, ჩვეულებრივებისგან მხოლოდ მადლობას იმსახურებთ“, - წერს დათო გორგილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნუ მისცემ უფლებას ფულს, ძალაუფლებას და წარმატების დაუოკებელ სურვილს, გმართოს და გაგიფანტოს გონება“ - პეტრე კოლხი

🔵„პირადში ყველას ვეღარ გიპასუხებთ, ამიტომ გპასუხობთ საჯაროდ“ - ბესო ჩუბინიძე მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

🎥 შოკის მომგვრელი კადრები, რომელიც სათვალთვალო კამერამ თბილისში დააფიქსირა