Digest Logo

„ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება! ზუსტად 6 დღეში „ცეკვავენ ვარკსკვლავები“ იწყება“ - ნოე სულაბერიძე

1666775050
ნოე სულაბერიძე და გოჩა ჩეტკოევი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონს აანონსებს და ქორეოგრაფ გოჩა ჩერტკოევთან ერთად გადაღებული ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ძვირფასი მეგობრებო! ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება! ზუსტად 6 დღეში, ორშაბათს, 31 ოქტომბერს 22:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრუნდება ქვეყნის მთავარი, დღემდე ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“!

ჩვენ, მე და ზურა ფანქველაშვილი, წელს არხთან შეთანხმებით ჯერ შეგნებულად არ ვუშვებთ კონკრეტული მონაწილეების პრომოს, რადგან შემადგენლობის წონადობიდან (რაც დღეს ძალიან იშვიათია)  გამომდინარე, გადავწყვიტეთ პირდაპირი ეთერის სიურპრიზად დაგიტოვოთ. სიურპრიზები ნამდვილად გელით და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს XI სეზონია ერთ-ერთი საუკეთესო  იქნება. აქვე მადლობა ჩვენს ტელეკომპანიას და მაკა ლომიძეს იმისთვის, რომ ამ პროექტისთვის არაფერს იშურებს!

ორშაბათიდან, თქვენ კვლავ დარწმუნდებით, რომ ჭეშმარიტება მაღალ სტანდარტებსა და ხარისხშია. #აქხარისხია იმ მარტივი მიზეზით, რომ #აქიმედია“, - წერს ნოე სულაბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ვერ მოგართვით!“ - ბაია პატარაია

🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

🔵„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო“ - ია ფარულავას საგანგებო განცხადება