Digest Logo

„ამას რაც დავწერე, მხოლოდ ის ხალხი გაიგებს, ვისაც ჩემსავით არანორმალურად უყვარს სამშობლო“ - რას წერს ნუკა არველაძე

1735107524
 ნუკა არველაძე

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი ხალხი სახელმწიფოს შენარჩუნების, საკუთარი თავის შენარჩუნების ომში იბრძვის. გარდა ამისა, ჟურნალისტი წერს, რომ მის ნააზრევს მხოლოდ ის ადამიანები გაიგებენ, ვისაც საკუთარი სამშობლო მასავით არანორმალურად უყვარს.

„დააკვირდით რა გაწერილი გეგმა აქვთ და პრაქტიკულად კოლექტიურ დასავლეთს მათ ყალიბზე მორგებული საზოგადოებაც გამზადებული ჰყავს საქართველოში. დააკვირდით გთხოვთ, სფერო არ არის დარჩენილი რომელშიც თავისი ბაბლი არ ჰყავდეთ ნაყიდი ან უბრალოდ „დაჩმორებული“.

ნუ, პოლიტიკოსები გასაგებია, ხელოვნება, კულტურა, განათლება, სპორტი, სახელმწიფო მოხელეები, ბიზნესი, მედია, შოუბიზნესი, ტელესახეები და კულინარია კი იშვიათი ნაბიჭვარი და ნაძირალა!

ანუ ხელისუფლების დამხობის მერე გადანაწილებული აქვთ ყველა სფეროს წამყვანი ადგილები. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს თუ რამხელა სპეცოპერაციას გვიტარებს კოლექტიური დასავლეთი, კოჰაბიტაცია-კოლაბორაცია კი მათი სათადარიგო გეგმა იყო და არის, ამიტომაა ეს ძალიან ძალიან საშიში და ეჭვი მეპარება, ასე მარტივად დათმონ!

ჩვეულებრივ ომში ვართ! სახელმწიფოს შენარჩუნების, საკუთარი თავის შენარჩუნების ომში! რაც უნდა შეიცვალოს ყოველთვის იქნება საშიშროება მათი ჩანერგილი აგენტების მავნე ქმედებების და ეს საშიშროება მანამდე იქნება, სანამ „ქართული ოცნება“ ზუსტად იგივე პრინციპით არ იმუშავებს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე!

მხოლოდ საკუთარი და ერთგული ადამიანები სამშობლოს და მშვიდობიანი განვითარების ერთგული ხალხი უნდა იყოს იქ, სადაც საელჩოების და ადმინისტრაციის მიერ დატოვებული თუ დანიშნული აგენტებია!

მათი ხელოვნურად შექმნილი ვითომ პროფესიონალიზმის შედეგებს ვიმკით დღეს რუსთაველზე!
საზოგადოებრივი აზრის შექმნის და ჩამოყალიბების არა დასავლური არამედ სხვა მიმართულებაა საჭირო!
მედია, განათლება, კულტურა, სპორტი....

ახლა თუ არ მიეხედა ამას მერე მმართველ ძალას იმაზე მეტი გამოწვევა ექნება, ვიდრე წარმოდგენა შეიძლება!!!
და კიდევ ალბათ დროა სხვა ვექტორით და სხვა სტილით შეიცვალოს საზოგადოებასთან ურთიერთობა!

როცა პარტია ერთს ამბობს და მედია უნიჭო „კოპირებას“ აკეთებს, ეს მხოლოდ გაურკვევლობას და ნიჰილიზმი ბადებს!

ამას რაც დავწერე მხოლოდ ის ხალხი გაიგებს, ვისაც ჩემსავით არანორმალურად უყვარს სამშობლო“, - წერს ნუკა არველაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთი სული გვქონდა ნაძვის ხესთან დადებულ საჩუქრებს როდის გადავცემდით ერთმანეთს“ - როგორ ხვდებოდა ლორთქიფანიძეების ოჯახი ახალი წელს

🎥 „გიზიარებთ ამონარიდს, იმ ავად სახსენებელი ნინის ინტერვიუდან, დასკვნები თქვენთვის მომინდვია“ - რას წერს ხათუნა ჟორდანია

🎥 „გირჩევთ, ამ დღესაც აღნიშნოთ გველის შემოსვლა“ - 31 დეკემბერი ახალმთვარეობა და 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მარიამ შუკაკიძისგან